---
title: "მუხლი 12. გენერალური აუდიტორის მოადგილეები — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/12"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გენერალური აუდიტორის მოადგილეები — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/12

1. გენერალურ აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი.

2. გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე ვრცელდება გენერალური აუდიტორისათვის ამ კანონით დადგენილი წესები.

3. გენერალური აუდიტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური აუდიტორისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე.

4. გენერალური აუდიტორის მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტისა და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს.

5. გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან გენერალური აუდიტორის წინაშე.

6. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალი გენერალური აუდიტორის არჩევისთანავე. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/13.md
