---
title: "მუხლი 24¹. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/24-1"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "24^1"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24¹. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 24¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/24-1

1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. საგამოძიებო ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა, რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საგამოძიებო ორგანოს მომართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტად ჩართოს აუდიტორი. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/25.md
