---
title: "მუხლი 27. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/27"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/27

1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არიან ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, უფლებამოსილი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის ობიექტებისა, უფლებამოსილი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აგრეთვე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/26-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/28.md
