---
title: "მუხლი 32¹. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-1"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "32^1"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32¹. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 32¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-1

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას და ფუნქციების შესრულებისას მოსამსახურეთა ქცევის წესებსა და ნორმებს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-2.md
