---
title: "მუხლი 32². სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-2"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "32^2"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32². სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 32² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-2

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია გაითვალისწინოს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აუდიტორულ ფირმებში არსებული შრომის ანაზღაურების დონე. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/33.md
