---
title: "მუხლი 33. სოციალური დაცვა — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/33"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სოციალური დაცვა — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/33

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

3. გენერალურ აუდიტორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა.

4. გენერალური აუდიტორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. თავი IX. ფინანსები და ქონება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/32-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/34.md
