---
title: "მუხლი 38. დასკვნითი დებულებანი — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/38"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. დასკვნითი დებულებანი — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/38

1. ეს კანონი, გარდა 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის VI თავი ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ.

46). საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2008 წლის 26 დეკემბერი. №880–რს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/37-1.md
