---
title: "მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/5"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/5

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) საჯაროობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა; ზ) ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა.

4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულ საქმიანობასა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, გარდა ამ კოდექსის III თავისა, მოქმედება. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. თავი II. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/6.md
