---
title: "მუხლი 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემა — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემა — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/8

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

3¹. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/9.md
