---
title: "მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები — სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/4"
law: "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 17758"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები — სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/4

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.

3. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.

4. (ამოღებულია - 26.11.2025, №1118)
.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3101-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.226
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3393-სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.15
საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1623-სსმI, №33, 01.07.2005წ., მუხ.207
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51,31.12.2006წ., მუხ.432
საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1118 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5.md
