---
title: "მუხლი 5⁵. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები — სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-5"
law: "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ"
article: "5^5"
identifier: "matsne 17758"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5⁵. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები — სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ, მუხლი 5⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-5

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“.

3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;
ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.

5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-6.md
