---
title: "მუხლი 5⁶. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდებები — სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-6"
law: "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ"
article: "5^6"
identifier: "matsne 17758"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5⁶. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდებები — სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ, მუხლი 5⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-6

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სახელმწიფო უსაფრთხოების“, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის სპეციალურ წოდებას − სიტყვა „დაზვერვის“.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3959 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №766 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17758-sakhelmwipo-spetsialuri-wodebebis-shesakheb/5-7.md
