---
title: "მუხლი 10. ეროვნული ფილმის წარმოების სახელმწიფო დაფინანსება — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/10"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ეროვნული ფილმის წარმოების სახელმწიფო დაფინანსება — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/10

1. ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

2. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ფილმის (პროექტის) წარმოების დაფინანსებისა და პროდიუსერისათვის თანხის გამოყოფის შესახებ.

3. სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოებაში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75 პროცენტს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1624 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3047 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №379 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/11.md
