---
title: "მუხლი 11. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსება — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/11"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსება — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/11

1. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ფილმის გასაქირავებლად (ასლის გამრავლება, სუბტიტრება, ვიდეოასლის დამზადება, რეკლამა და სხვ.) თანხის გამოყოფის შესახებ.

2. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს გაქირავების საერთო ხარჯების 50 პროცენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/12.md
