---
title: "მუხლი 14. ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესი — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/14"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესი — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/14

1. სრული სახელმწიფო დაფინანსებით წარმოებული ეროვნული ფილმის საწყისი მასალები და კინომატიანე შესანახად და დასაცავად გადაეცემა სახელმწიფო კინოარქივს.

2. ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით წარმოებული ეროვნული ფილმის საწყისი მასალების შენახვის პირობებს განსაზღვრავს პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის დადებული ხელშეკრულება.

3. სახელმწიფო კინოარქივში ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესებს განსაზღვრავს ეროვნული კინოცენტრი.

4. სახელმწიფო კინოარქივი ეროვნული ფილმისა და საწყისი მასალების შენახვისას იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს.

5. სახელმწიფო კინოარქივი ეროვნული ფილმისა და კინომატიანის პროდიუსერებს შეუზღუდავად უქმნის პირობებს საწყისი მასალების გამოსაყენებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/15.md
