---
title: "მუხლი 18. მისაღები ნორმატიული აქტები — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/18"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მისაღები ნორმატიული აქტები — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/18

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების 2001 წლის 1 აპრილამდე მიღების მიზნით ეთხოვოს: ა) საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანებულება „ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდამჭერ ღონისძიებათა და კინოქსელის რეფორმირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს კულტურის მინისტრს, გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ბ.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ.ბ) „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ.გ) „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ.დ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტები. თავი V დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/19.md
