---
title: "მუხლი 3. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/3"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/3

კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპებია: ა) კინოს განვითარებისათვის ზრუნვა; ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა; გ) საავტორო უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; დ) კინოს განვითარებისათვის ტექნოლოგიური, სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა; ე) ეროვნული ფილმის წარმოებისა და კინოპროდუქციის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა; ვ) მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაციისათვის ზრუნვა; ზ) სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/4.md
