---
title: "მუხლი 6. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმები — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/6"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმები — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/6

1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმებია: ა) შესაბამისი ს აკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მისი სრულყოფა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნული ფილმის წარმოებისა და გაქირავების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, აგრეთვე შესაძლებელია შესაბამისი მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსება; გ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) საქართველოს კან ონმდებლობით დადგენილი წესით კინოორგანიზაციების საქმიანობის შეღავათიანი საგადასახადო რეგულირება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის სხვა ფორმები.

2. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მიმართულია: ა) ეროვნული ფილმის შესაქმნელად; ბ) კინოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსავითარებლად; გ) ფილმების გაქირავებისა და ჩვენებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად; დ) სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნიკური პროგრამების განსახორციელებლად; ე) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად; ვ) საერთაშორისო კინოფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

3. ყველა კინოორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო მხარდაჭერა, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6914 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/5-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/7.md
