---
title: "მუხლი 7. კინოს სფეროში მოქმედი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფო დაწესებულება — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/7"
law: "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 17794"
adopted: "2000-12-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. კინოს სფეროში მოქმედი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფო დაწესებულება — ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/7

1. ქართული კინოკულტურის დაცვის, მისი განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთობათა კოორდინაციის უფლებამოსილება ეკისრება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს (შემდეგში – ეროვნული კინოცენტრი).

2. ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17794-erovnuli-kinematograpiis-sakhelmwipo-mkhardacheris-shesakheb/8.md
