---
title: "მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1804784"
adopted: "2012-12-19"
consolidated_as_of: "2012-12-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2012-12-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2012-12-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის, აგრეთვე საურავის როგორც აღუსრულებელ, ისე აღსრულებულ  ნაწილზე. ასევე უქმდება ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან/აღსრულებასთან დაკავშირებული ყადაღა და სხვა სახის იძულებითი ღონისძიებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
