---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1804784"
adopted: "2012-12-19"
consolidated_as_of: "2012-12-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2012-12-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2012-12-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო  დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე აღსრულებული საჯარიმო თანხისა და საურავის დაბრუნება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვლება ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1804784-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
