---
title: "მუხლი 1. ცეცხლსასროლი იარაღის ცნება, სახეობანი და დანიშნულება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/1"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1. ცეცხლსასროლი იარაღის ცნება, სახეობანი და დანიშნულება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/1

ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს დენთის აირის მოქმედების შედეგად. იარაღად ჩაითვლება ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, ხელსაწყო, მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია შეტევითი სროლის, თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის, აგრეთვე ჭურვი და სხვა სახის ტყვია-წამალი, რომლის გამოყენება შეიძლება საბრძოლო მასალად. ეს კანონი ადგენს შემდეგ სახეობათა და დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღის (შემდგომში იარაღის) სამართლებრივ რეჟიმს;

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი;

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

3. სანადირო იარაღი;

4. სასპორტო იარაღი;

5. ჯილდოდ მიღებული იარაღი;

6. საკოლექციო იარაღი. იარაღისათვის კონკრეტული სახეობის მიკუთვნება ხდება იარაღის სახელმწიფო კადასტრით, რომლის შედგენის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეს კანონი და და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტები.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/2.md
