---
title: "მუხლი 10. იარაღის ტარება და გამოყენება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/10"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. იარაღის ტარება და გამოყენება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/10

იარაღის ტარების უფლება ნიშნავს მისი მოსარგებლის უფლებას თან იქონიოს იარაღი მუდმივად ან სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს საქართველოს მთელ ტერ ი ტორიაზე, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის ადგილებისა. იარაღის დადგენილი წესით გამოყენების უფლება აქვს იარაღით მოსარგებლეს. იარაღის მესაკუთრეს უფლება არა აქვს თან ატაროს იარაღი, გარდა მიზნობრივი დანიშნულების სანადირო იარაღისა. მესაკუთრეს ეკრძალება იარაღის გამოყენება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/11.md
