---
title: "მუხლი 11. იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვის შეწყვეტა — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/11"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვის შეწყვეტა — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/11

იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვა წყდება, თუ:

1. გავიდა მოსარგებლისათვის მიცემული იარაღის ტარების ნებართვის დადგენილი ვადა;

2. შეწყდა იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც გაცემული იყო იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა, ან შეწყდა პირის შრომითი ურთიერთობა იმ საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან, რომელსაც ასეთი ნებართვა ჰქონდა;

3. გარდაიცვალა იარაღის მფლობელი;

4. დაირღვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის,ტარების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გამოყენების წესები;

5. გაუქმდა იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვა; ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/12.md
