---
title: "მუხლი 14. შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენცია იარაღის კონტროლის დარგში — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/14"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენცია იარაღის კონტროლის დარგში — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/14

იარაღის კონტროლის დარგში საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

1. იარაღის, მათ შორის საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვის, შეკეთების და აღდგენის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა (გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღისა);

2. იურიდიული და ფიზიკური პირების საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული იარაღის აღრიცხვა - რეგისტრაცია;

3. ტირების, სასროლეთების, სასროლო სანადირო სტენდების, იარაღის შემკეთებელი და აღმდგენი სახელოსნოების გახსნის ნებართვის გაცემა;

4. იარაღის (გარდა სამხედრო-საბრძოლო იარაღისა) შეძენის, შენახვისა და ტარების წესების შესრულების კონტროლი;

5. იარაღის ჩამორთმევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/15.md
