---
title: "მუხლი 16. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/16"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/16

იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:

1. ნებართვის საფუძველზე დაამზადოს იარაღი და მიჰყიდოს დამკვეთს ამ კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული საკანონმდებლო აქტების თანახმად;

2. იყოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მესაკუთრე საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

3. განახორციელოს საკონსტრუქტორო სამუშაოები. იარაღის დამამზადებელი მოვალეა:

1. გამოსცადოს დამზადებული იარაღი იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება იგი სახელმწიფო სტანდარტებს;

2. დამზადებული იარაღი და საბრძოლო მასალა აღრიცხოს სათანადო დავთარში, რომელშიც შეიტანება სამარკო ნიშანი და სააღრიცხვო ნომერი;

3. უზრუნველყოს დამზადებული იარაღისა და მისი სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე საბრძოლო მასალის და უსაფრთხოების წესების დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/17.md
