---
title: "მუხლი 17. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/17"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/17

იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:

1. ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ იარაღსა და საბრძოლო მასალას ამ კანონით დადგენილი წესით;

2. მიიღოს კომპესაცია იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების ან რეკვიზიციის შემთხვევაში. იარაღის მესაკუთრე მოვალეა:

1. აღრიცხოს, რეგისტრაციაში და ხელახალ რეგისტრაციაში გაატაროს შეძენილი იარაღი;

2. დროულად გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

3. დაიცვას იარაღის ტარების, გამოყენების, შენახვისა და გადაზიდვის წესი;

4. უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;

5. უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში დადგენილი წესით შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა დაშვება და მათთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;

6. დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/18.md
