---
title: "მუხლი 18. იარაღის მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/18"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18. იარაღის მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/18

იარაღის მოსარგებლეს უფლება აქვს:

1. შეინახოს და ატაროს იარაღი მისი მიღების პირობების შესაბამისად;

2. გამოიყენოს იარაღი საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით. იარაღის მოსარგებლე ვალდებულია:

1. გამოიყენოს იარაღი მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

2. უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა კანონით დადგენილი წესით. დისლოკაციის ადგილების გარდა აკრძალულია შეიარაღებული ძალების მოსამსახურის სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/19.md
