---
title: "მუხლი 25. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/25"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/25

სამსახურებრივ-საშტატო იარაღი პირს მიეცემა სარგებლობაში, თუ მას აქვს ამ იარაღის ტარების ინდივიდუალური ნებართვა. ინდივიდუალურ ნებართვას გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები თავისი ნორმატიული აქტების შესაბამისად იმ უწყების შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის მუშაკებსაც აქვთ სამსახურებრივ - საშტატო იარაღის ტარების უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/26.md
