---
title: "მუხლი 30. სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გადაგზავნა — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/30"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 30. სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გადაგზავნა — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/30

სანადირო იარაღის შეძენის უფლება აქვს საქართველოს  მოქალაქეს შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვით სანადირო იარაღის ტარებისა და შენახვის ნებართვა არა მიეცემათ ამ კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილ პირებს. უცხოელი მოქალაქენი სანადირო იარაღს იძენენ ამ კანონის მე-6 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული წესით. სანადირო იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის წესებს განსაზღვრავს ეს კანონი და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო აქტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/31.md
