---
title: "მუხლი 32. სანადირო იარაღთან დაკავშირებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/32"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 32. სანადირო იარაღთან დაკავშირებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/32

სანადირო იარაღის მესაკუთრეს აქვს სანადირო იარაღის გასხვისების უფლება ამ კანონით დადგენილი წესით. გასხვისების შემთხვევაში, იარაღის შემძენი პირი ვალდებულია იარაღი ხელახლა გაატაროს რეგისტრაციაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისას მემკვიდრეობის საკითხი გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით. სანადირო იარაღთან დაკავშირებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი რეგულირდება ამ კანონით, სამოქალაქო კანონმდებლობით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. თავი VI სასპორტო იარაღი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/33.md
