---
title: "მუხლი 37. საკოლექციო იარაღის ცნება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/37"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37. საკოლექციო იარაღის ცნება — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/37

საკოლექციოა იარაღი, რომელიც საექსპერტო კომისიის დასკვნით წარმოადგენს სამეცნიერო, ისტორიულ, მხატვრულ ღირებულებას და რომლის შენახვის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომლის დანიშნულებაა კოლექციის ფორმირება და ექსპონირება. საკოლექციო იარაღი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო რეგისტრაციას. საკოლექციო იარაღის საექსპორტო შეფასებისა და მისი რეგისტრაციის წესს ადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/38.md
