---
title: "მუხლი 43. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/43"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2003-05-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/43

ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების დარღვევით დადებული გარიგებანი იარაღის გასხვისების შესახებ ბათილია. პირებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალების დამზადების, აღდგენის, აწყობის და შეკეთების, გაყიდვის, შეძენის, გადაზიდვის, გადაგზავნის, ტარებისა და გამოყენების წესების დარღვევაში, ეკისრებათ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/44.md
