---
title: "მუხლი 6. იარაღის შეძენა — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/6"
law: "ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 18070"
adopted: "1994-03-15"
consolidated_as_of: "2003-05-08"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2003-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. იარაღის შეძენა — ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2003-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2003-07-01.
> Cite as: ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2003-05-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/6

საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ საკუთრების უფლებით შეიძინონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი მე-3, მე-4 და მე-6 სახეობის იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა, აგრეთვე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევორველი შენახვის უფლებით). დასაშვებია იარაღის შეძენა ნებართვის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნებართვით შეიძენს იარაღს, ვალდებულია ათი დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს იგი შინაგან საქმეთა ორგანოებში. იარაღის შეძენა ეკრძალება თვრამეტ წლამდე პირს, სულით ავადმყოფს, არაქმედუნარიანს, ნარკომანს და ალკოჰოლიკს, ნასამართლევ პირს თუ მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ა აქვს ნასამართლობა, აგრეთვე პირს, რომლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან შინაგან საქმეთა ორგანოებში გახსნილია სამეთვალყურეო-პროფილაქტიკური საქმე ოჯახურ და მეზობლურ კონფლიქტებთან დაკავშირებით. უცხოელ მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და იურიდიულ პირს საქართველოს  ტერიტორიაზე იარაღის შეძენის უფლება მიეცემა (ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი 1-ლი და მე-2 სახეობის გარდა) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და თუ უცხოელ მოქალაქეს აქვს იარაღის შეძენის ნებართვა იმ ქვეყანაში, რომლის მ ო ქალაქეც იგი არის .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18070-tsetskhlsasroli-iaraghis-shesakheb/7.md
