---
title: "მუხლი 11. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/11"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/11

1. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ თანამდებობის პირებს: ა) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; ბ) რომელთა დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ; გ) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; დ) რომელთაც უკავიათ საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა; ე) რომელთაც უკავიათ მერიის და/ან გამგეობის ხელმძღვანელის, მათი მოადგილეების, გამგეობის და/ან მერიის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან მოადგილის თანამდებობა, რომელთაც დადგენილი წესით ნიშნავს შესაბამისად მერი და/ან გამგეობის თავმჯდომარე, გარდა სოფლის, თემის და იმ ქალაქის გამგებლისა (მერისა), რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში.

3. საკრებულოს წევრის კანდიდატის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ხდება „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/12.md
