---
title: "მუხლი 15. საარჩევნო ოლქები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/15"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. საარჩევნო ოლქები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/15

1. თითოეული რაიონის, სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოების ასარჩევად, რომელთა ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქმნება ერთი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

2. იმ სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოების ასარჩევად, რომელთა ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქმნება ერთი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

3. რაიონის და ქალაქების – ბათუმის, სოხუმის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საარჩევნო ოლქებს ქმნის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საარჩევნო ოლქებს ქმნის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისია.

5. საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა შესაბამის ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებენ ცნობას საარჩევნო ოლქების თაობაზე, მათი საზღვრების მითითებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/16.md
