---
title: "მუხლი 17. საარჩევნო კომისიები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/17"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. საარჩევნო კომისიები — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/17

1. საკრებულოების არჩევნების საარჩევნო კომისიების სისტემა, მათი ორგანიზაცია , უფლებამოსილება და მუშაობის საჯაროობა განისაზღვრება „ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით.

2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ „ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა პარტიული სიების რეგისტრაციისა და არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენისა. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას პარტიული სიების რეგისტრაციას ახდენს და არჩევნების საბოლოო შედეგებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/18.md
