---
title: "მუხლი 24. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/24"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 24. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/24

1. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე, გააუქმონ თავიანთი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. წარდგენილ კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია ამ კომისიაში პარტიის, საარჩევნო ბლოკის პასუხისმგებელი წარმომადგენლის (პარტიის, საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

2. კანდიდატს კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. ინფორმაციას კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ან კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს შესაბამისი განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე სამ დღეზე ნაკლებია დარჩენილი – დაუყოვნებლივ. ყოველი საუბნო საარჩევნო კომისია ხმის მისაცემ კაბინაში აკრავს ინფორმაციას იმ კანდიდატის შესახებ, რომელიც შეყვანილია ბიულეტენში, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/25.md
