---
title: "მუხლი 28. კენჭისყრის ჩატარება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/28"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28. კენჭისყრის ჩატარება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/28

1. საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი საარჩევნო კომისიის წევრის, ნდობით აღჭურვილი პირის, კანდიდატის, პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის გარდა.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები, ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას, დანარჩენებს კი გადახაზავს.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არაუმეტეს იმდენი კანდიდატის რიგით ნომერს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.

4. თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე შეინახება.

5. შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.

6. კენჭისყრის შენობა იღება 7 საათზე და იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/29.md
