---
title: "მუხლი 3. საყოველთაო საარჩევნო უფლება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/3"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. საყოველთაო საარჩევნო უფლება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/3

1. საკრებულოების არჩევნები საყოველთაოა. არჩევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა და საკრებულოების არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 21 წელი შეუსრულდა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე და საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა 5 წელი მაინც, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გარდა რაიონის და ამავე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის ან ქალაქის საკრებულოსი.

3. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს: ა) მოქალაქე, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო; ბ) მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში; გ) არჩევნების დღისათვის საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ მხოლოდ რაიონის, ქალაქების – თბილისის, ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოების არჩევნებში, შესაბამისი სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/4.md
