---
title: "მუხლი 31. ხელახალი ხმის მიცემა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/31"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31. ხელახალი ხმის მიცემა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/31

1. ხელახალი ხმის მიცემა საარჩევნო ოლქში ინიშნება საერთო არჩევნებიდან ორი კვირის თავზე, თუ ამ ოლქში არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი. ხელახალ ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას, საარჩევნო ბლოკსა და დამოუკიდებელ კანდიდატს.

2. ხელახალი ხმის მიცემისას არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება მიუხედავად მასში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა.

3. ხელახალი ხმის მიცემისას კენჭისყრა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების დადგენა ხდება ამ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად. სათანადო ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ჩაბარდეს ხუთი დღის ვადაში, ხოლო არჩევნების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/32.md
