---
title: "მუხლი 32. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/32"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 32. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/32

1. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, საკრებულოების არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის ვადაში, თავის სხდომებზე აჯამებს პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

2. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე კი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს.

3. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, აგრეთვე ყოველ შესაბამის საკრებულოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, საკრებულოს არჩეულ წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

4. პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრალურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/33.md
