---
title: "მუხლი 34. საკრებულოს გამოკლებული წევრის შენაცვლება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/34"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 34. საკრებულოს გამოკლებული წევრის შენაცვლება — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/34

თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მის ადგილს შესაბამის საკრებულოში ორი კვირის ვადაში დაიკავებს იმავე სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი (პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოებისათვის) ან საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი (მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოსათვის), თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. თუ წარდგენილ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. თავი IX პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/35.md
