---
title: "მუხლი 8. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/8"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 8. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/8

1. საკრებულოების არჩევნების მომზადებაში მონაწილეობენ საარჩევნო კომისიები, პარტიები, საარჩევნო ბლოკები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, ამომრჩეველთა ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

2. საარჩევნო კომისიები არჩევნებს ამზადებენ და ატარებენ ღიად და საჯაროდ.

3. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, აწვდიან ცნობებს საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის, საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფელის, მუშაობის დროის, ამომრჩეველთა სიების, საკრებულოების წევრობის კანდიდატების (შემდგომში – კანდიდატი) სახელის, გვარის და რეგისტრაციის შესახებ, თითოეული კანდიდატის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/9.md
