---
title: "მუხლი 9. საკრებულოების შემადგენლობა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/9"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. საკრებულოების შემადგენლობა — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/9

1. საკრებულოები შედგება: ა) ხუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 500-ს; ბ) შვიდი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 1 000-ს; გ) ცხრა წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2 000-ს; დ) ცამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 5 000-ს; ე) ჩვიდმეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 10 000-ს; ვ) ცხრამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 30 000-ს; ზ) ოცდაერთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 50 000-ს; თ) ოცდახუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ზე მეტია.

2. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოები შედგება 30 წევრისაგან.

3. ქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 55 წევრისაგან.

4. საკრებულოებში ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის (არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით) მიხედვით.

5. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/10.md
