---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/1"
law: "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
article: "1"
identifier: "1696"
adopted: "1998-11-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/1

1. კანონის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები.

2. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავების, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების, გაუვნებელყოფის, განთავსების, ინფორმაციის გაცვლის, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/2.md
