---
title: "მუხლი 16. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/16"
law: "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
article: "16"
identifier: "1696"
adopted: "1998-11-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/16

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და „FAO“-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ტექნოლოგიური დისციპლინა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;
გ) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო ვაჭრობისათვის და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოება;
დ) დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის, მარკირებისა და შენახვის საერთაშორისო მოთხოვნები;
ე) სისტემატურად შეამოწმოს სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სისუფთავე და ხარისხი;
ვ) უზრუნველყოს ანალიტიკური სტანდარტების გამოშვება სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, კვების პროდუქტებში, სამკურნალო ნედლეულში და გარემოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობის კონტროლისათვის;
ზ) შეწყვიტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია და საკუთარი სახსრებით მოახდინოს მათი უტილიზაცია, თუ შეუძლებელი ხდება აღნიშნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება, ტრანსპორტირება და შენახვა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა და წესის შესრულებისა;
თ)
(ამოღებულია)
;
ი) აწარმოოს პესტიციდები და აგროქიმიკატები რეალური საჭიროების მიხედვით.

2. აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება, რომელთაც არა აქვთ გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია.

3. (ამოღებულია)
.

4. თუ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მათი უსაფრთხო მოხმარებისათვის პასუხისმგებელ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ, შეზღუდონ ან აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება.
საქართველოს
2003
წლის
7 მაისი
ს
კანონი
№
2182
-
სსმ
I,
№13
,
02.06.2003
წ
.
,
მუხ
.
73
საქართველოს
2005
წლის
28 დეკემბრი
ს
კანონი
№
2581
-
სსმ
I,
№59
,
31.12.2005
წ
.
,
მუხ
.
460
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1694
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/17.md
