---
title: "მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/5"
law: "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
article: "5"
identifier: "1696"
adopted: "1998-11-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/5

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში განეკუთვნება:
ა) ნორმატიული აქტების გამოცემა;
ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;
გ) სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონების შესრულებაზე;
დ) ლიცენზირების წესის დადგენა;
ე) სარეგისტრაციო გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;
ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზება;
ზ) არსებული სტანდარტების მიხედვით სამეცნიერო–კვლევით და სხვა სამუშაოთა ორგანიზებისა და დაფინანსებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ) საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გავრცელება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
თავი III. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების რეგულირება
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/6.md
