---
title: "მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/7"
law: "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
article: "7"
identifier: "1696"
adopted: "1998-11-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/7

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
„
FAO
“
-ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით.

3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. (ამოღებულია)
.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია განახორციელოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვის კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს FAO-ს.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მარკირების, შენახვის, გამოყენების, წარმოების (დაფასოების), ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1694
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3067- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/8.md
