---
title: "მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა , ექსპერტიზა , რეგისტრაცია და კოორდინირება — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/8"
law: "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"
article: "8"
identifier: "1696"
adopted: "1998-11-25"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა , ექსპერტიზა , რეგისტრაცია და კოორდინირება — პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/8

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომ – სარეგისტრაციო ორგანო).“;

2. სარეგისტრაციო
ორგანო
:
ა
)
თავის
საქმიანობაში
ხელმძღვანელობს
FAO-
ს
საერთაშორისო
კოდექსით
,
ევროპისა
და
ხმელთაშუაზღვისპირეთის
ქვეყნების
მცენარეთა
დაცვის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
– EPPO-
ს
სტანდარტებით
,
ამ
კანონითა
და
საქართველოს
კანონმდებლობით
;
ბ
)
(ამოღებულია);
გ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ სპეციალურ დებულებებსა და წესებს, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1694
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3067- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18106-pestitsidebisa-da-agrokimikatebis-shesakheb/9.md
